вторник, 18 октября 2011 г.

გაკვეთილის გეგმა


1.პროექტის სახელწოდება:დიალექტიზმები ლეჩხუმელთა მეტყვრელებაში
2.პროექტის მოკლე აღწერა:შეგროვდება ლეჩხუმური კუთხური სიტყვები და გამოთქმებიდა გამოიცემა ლექსიკონი–ბუკლეტი.
3.პროექტის მიზანი:სალიტერატურო ენის დაცვა დიალექტიზმებისაგან.
4.წინასწარი ცოდნა:მოსწავლეებმა იციან რა არის დიალექტი,რით განსხვავდება დიალექტური მეტყველება სალიტერატურო ენისაგან,
ზოგადად იცნობენ ქართული ენის აღმოსვლურ და დასავლურ დიალექტებს.
5.მოსწავლეებს განემარტებათ პროექტის მიზნები ,ამოცანები.
კლასი დაიყოფა სამ ჯგუფად,მიეცამათ დავალება:
ა)პირველი ჯგუფი (ხელმძღვანელი–ნიკა ბრეგვაძე)–ლეჩხუმური დიალექტისათვის დამახასიათებელი სიტყვებისა  და გამოთქმების მოძიება ოჯახის წევრებთან,მეზობლებთან ახლობლებთან,ხანდაზმული ადამიანებისაგან ინტერვიუს აღება
ბ)მეორე ჯგუფი  (ხელმძღვანელი–მარი სილაგაძე)ლეჩხუმურ ,რაჭულ და იმერულ დიალექტებთან დაკავშირებული მასალის მოძიება ინტერნეტში,ბიბლიოთეკაში
გ)მესამე ჯგუფი(ხელმძღვანელი თინთინ სვანიძე)–მოპოვებული მასალის ანალიზი და ლექსიკონის დამზადება

თემა თავისუფალია– პირველი ჯგუფის წევრებმა ჩაინიშნონ კუთხური სიტყვები და გამოთქმები.მოძიებულ მასალას თავი მოუყარონ ჯგუფის ლიდერთან.მეორე ჯგუფიც, ასევე, მის მიერ  მოპოვებულ მასალას მიაწვდის მეასამე ჯგუფს,რომელიც პირველი ჯგუფის მიერ მიღებულ მასალას გაცხრილავს ბარბარიზმებისაგან და ჟარგონებისაგან,ლეჩხუმური, რაჭული და იმერული დიალექტისთვის დამახასიათებელ იდენტურ დიალექტურ სიტყვებსა და ფორმებს გამოყოფს მხოლოდ ლეჩხუმური დიალექტისთვის დამახასიათებელი სიტყვებისა და ფორმებისაგან და დაამზადებს ლექსიკონს,რომელშიც მსგავს სიტყვებზე მითითებული იქნება ლეჩხუმური,რაჭული იმერული,ან ლეჩხუმური იმერული და ა.შ.
4.მოსწავლეთა ასკი:14–16 წ.
5.ვადები/ხავგრძლივობა: ერთი თვე
6.მოსალოდნელი შედეგები:ა. შეიქმნება ლეჩხუმური დიალექტის ლექსიკონი ბ.მოსწავლეები გაეცნობიან მეზობელი კუთხეების მცხოვრებთათვის დამახასიათებელ დიალექტურ მეტყველებას
7.პროექტი დაეხმარება მონაწილეებს და ყველა დაინტერესებულ პირს იმეტყველოს სწორად,სალიტერატურო ენით,კუთხური სიტყვებისა და გამოთქმების გარეშე
8.საჭირო რესურსები:რვეულები,ავტოკალმები,თაბახის ფურცლები,ფლო
მასტერები,მარკერები,აუდიო ფლეერი,კომპიუტერი,სახელმძღვანელო.
8.სამუშაო ენა –ქართული
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან,ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
სალიტერატურო ენით მეტყველების უნარ–ჩვევების განვითარება.
კონსულტაციები ქართული ენის გეოგრაფიისა და ბიოლოგიის მასწავლებლებთან.
პროექტის ფასილიტატორი:მარინა ბრეგვაძე
ფასილიტატორის ელ-ფოსტა:marinabregvadze@gmail.com

პროექტი

Georgian

Комментариев нет:

Отправить комментарий